"მზია ამაღლობელი და ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ" - უილსონი
ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი გამოცემა "ბათუმელების" დირექტორის, მზია ამაღლობელის და ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.
ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე ასევე წერს, რომ აუცილებელია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დაინიშნოს.
მზია ამაღლობელი და ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. უნდა დაინიშნოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები". - წერს ჯო უილსონი.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს რეჟიმმა ბრალი ოფიციალურად დღეს, 13 იანვარს წარუდგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" დაიცავს. ბრალის დამტკიიცების შემთხვევაში, ამაღლობელს შვიდი წლით ციხე ემუქება.