აფეთქება ორთაჭალაში - როგორია დაშავებულების მდგომარეობა?
ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვადასხვა სიმძიმისაა, ისინი კლინიკაში აგრძელებენ მკურნალობენ.
როგორც მიხელ სარჯველაძემ განაცხადა, ერთ-ერთი დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა.
მისი თქმით, მომხდარის რეალურ მიზეზს გამოძიება დაადგენს:
სავარაუდოდ, საუბრობენ გაზის გაჟონვაზე ან ქსელის გაუმართაობაზე, რამაც აფეთქება გამოიწვია. რამდენიმე პირი იმყოფება კლინიკაში და მათი მდგომარეობა სხვადასხვა სირთულისაა, ძირითადად, ისინი უსაფრთხოდ იმყოფებიან. ერთ-ერთი პირის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა და ის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. საუბედუროდ, ერთი ადამიანი გახლავთ გარდაცვლილი“,-განაცხადა სარჯველაძემ.
ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი.