მედიაომბუდსმენი მოსამართლეს: "ახლა თქვენ სამოსამართლეო პრაქტიკაში საბედისწერო საქმეს განიხილავთ"

14.01.25 10:43
მედიაომბუდსმენი მოსამართლეს: "ახლა თქვენ სამოსამართლეო პრაქტიკაში საბედისწერო საქმეს განიხილავთ"

გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის საქმე - მედიაომბუდსმენი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს მიმართავს.

გირაოს სანაცვლოდ მზია ამაღლობელის გათავისუფლება დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - წერია მიმართვაში. 

ახლა თქვენ სამოსამართლეო პრაქტიკაში საბედისწერო საქმეს განიხილავთ - აღნიშნავს განცხადების ავტორი. 

"პატივცემულო მოსამართლევ,

ახლა თქვენ სამოსამართლეო პრაქტიკაში დემოკრატიული სისტემისთვის ერთ-ერთ გამორჩეულ და ჩვენი ქვეყნისთვის - საბედისწერო საქმეს განიხილავთ.

განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა შპს „გაზეთი ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი.

ადამიანი, რომელიც თავისი სიმამაცის, დემოკრატიის ერთგულების, გაბედული სამოქალაქო პოზიციისა და სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცვის გამო არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების/ხელისუფალთა მთავარი სამიზნე.

გირაოს სანაცვლოდ მზია ამაღლობელის გათავისუფლება დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორი გავლენიანი და მიუკერძოებელი გამოცემისა და საერთაშორისო სტანდარტების მქონე სარედაქციო გუნდის მუშაობის გასაგრძელებლად. მზია ამაღლობელი არ წარმოადგენს საფრთხეს, არ აპირებს მიმალვას, ასევე არ შეუქმნის საფრთხეს მოწმეებს. უნდა იცოდეთ, რომ მისთვის მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა არ გამოიწვევს არც მტკიცებულებების განადგურებას.

უმორჩილესად გთხოვთ, განიხილოთ ჩემი წერილი, როგორც მედიის თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანის გულწრფელი მხარდაჭერა.
მე, ნათია კაპანაძეს, 2010 წლიდან, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის იურისტად მუშაობის შემდეგ, “გაზეთი ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” წარმომადგენლების უფლებების დაცვის მიზნით, არაერთხელ მომიწია მზია ამაღლობელთან საქმიანი გადაკვეთა.

2010 წლიდან დღემდე დავინახე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც სასამართლოსთვის გადამწყვეტი ფაქტორიც კი აღმოჩნდება ახლა განსასჯელის სკამზე მყოფი მზია ამაღლობელის შესაფასებლად და გირაოს შეფარდების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად", - ნათქვამია მიმართვაში. 

მსგავსი სიახლეები