ბათუმის სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი იწყება - სხდომაზე ჟურნალისტების ნაწილს არ უშვებენ

14.01.25 11:14
ბათუმის სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი იწყება - სხდომაზე ჟურნალისტების ნაწილს არ უშვებენ

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ,,ბათუმელებისა"და ,,ნეტგაზეთის"დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის აღკვეთზე მსჯელობა იწყება - სხდომაზე ჟურნალისტებს და ამაღლობელის მხარდამჭერებს არ უშვებენ. 

მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ კოლეგები, მათი თქმით, სხდომათა დარბაზი პოლიციელებით გადაავსეს, რომ ჟურნსლისტებს საშუელება არ მისცენ სასამართლო პროცესს დაესწრნონ. 

რეჟიმი ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავება და მისთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. 

 

მსგავსი სიახლეები