სამადაშვილი ვარაუდობს, რომ ტრამპის ახალი ადმინისტრაცია ივანიშვილზე წნეხს გაზრდის

14.01.25 11:50
სამადაშვილი ვარაუდობს, რომ ტრამპის ახალი ადმინისტრაცია ივანიშვილზე წნეხს გაზრდის

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის განცხადებით, შტატებისთვის და დონალდ ტრამპისთვის ირანთან და ჩინეთთან ურთიერთობა წითელი ხაზია, ამიტომ უილსონი ფიქრობს, რომ ამერიკის ახალი პრეზიდენტისგან ამას მკაცრი რეაგრიება მოჰყვება. 

ანალოგიური მოლოდინი აქვთ საქართველოშიც. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ტრამპის ახალი ადმინისტრაცია "ოცნების" რეჟიმს ირანთან, ჩინეთთან და რუსეთთან ურთიერთობას არ აპატიებს და შტატებისგან წნეხი გაიზრდება, მათ შორის ბიძინა ივანიშვილზე.

ამ ვითარებაში, როდესაც ამერიკა საუბროსბ საკუთარ ინტერესებზე საქართველოში და ამ ინტერესების დაცვაზე, ისინი ხედავენ, რომ რუსეთთან ერთად, ჩინეთი და ირანი კოორდინირებულად მოქმედებს, იმიტომ, რომ მათი მთავარი ამოცანა არის დასავლეთის გაძევება ჩვენი ქვეყნიდან და ამ რეგიონიდან. მე დარწმუნებული ვარ, ორმ ტრამპის ახალი ადმინისტრაცია გაზრდის ზეწოლას რუსეთის და ჩინეთის მოკავშირეებზე, იმიტომ, რომ არაფერში არ სჭირდება დონალდ ტრამპს, საკუთარი მეორე ვადა პრეზიდენტობის რანგში დაიწყოს სისუსტის დემონსტრაციით, პირიქით, მან უნდა აჩვენოს საკუთარი გავლენა და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ასახული, მათ შორის ივანიშვილზე გაზრდილ წნეხში", - აცხადებს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი.  

 

მსგავსი სიახლეები