როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები - მესამე სექტორი პრეზენტაციას მართავს

14.01.25 13:59
როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები - მესამე სექტორი პრეზენტაციას მართავს

როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები - ამ წუთებში ორგანიზაცია "დემოკრატიული კვლევის ცენტრი"  პრეზენტაციას მართავს. იურისტები იმ პირობებზე საუბრობენ, რომელიც ივანიშვილმა ახალი არჩევნების ჩატარებასთან ერთად უნდა დაიცვას. ისინი მიიჩნევენ, რომ საჭიროა უწყებების დამოუკიდებლობის გარანტიის შექმნა და სამართლებრივი ჩარჩოს მოწესრიგება.

სამოქალაქო ორგანიზაციებს რეკომენდაციები რამდენიმე მიმართულებით აქვთ. მიიჩნევენ, რომ სასურველია ივანიშვილმა ძალოვანი უწყების პირველი და მეორე პოზიციაზე მყოფი პირები გაათავისუფლოს და ამ პოსტებზე საზოგადოებისთვის მისაღები პირებით ჩანაცვლდნენ. 

რაც შეეება სამართლებრივ ჩარჩოს, გამომდინარე იქიდან, რომ მოქმედ პარლამენტს ოპოზიცია და მესამე სექტორი ლეგიტიმურად არ მიიჩნევს, არასამთავრობოებს ახალი კანონების მიღება შეუძლებლად მიაჩნიათ. მათი თქმით, ახალი არჩევნების ჩატარება კანონების მიღების გარეშეც შესაძლებელია.

არ სჭირდება საქართველოში არჩენების ნორმალურად ჩატარებას პარლამენტის მიერ იღებული კანონების. ეს, შესაძლებელია, მარტივად დარეგულირდეს ცესკოს აქტებით. მეორე საკითხი უკვე არის ალოვნების განეიტრალება არჩევნების ჩარევის, მანიპულაციის და ძალადობისთვის და ეს არ არის კანონმდებლობის თემა, ეს არის პოლიტიკური ნების თემა, რასაც კანონში ვერ ჩაწერ. ამიტომ, ინსტიტუციური ცვლილება სუსის, შსს-სი, რაც არის პირველი ეტაპის უმნიშნელოვანესი ამოცანა, ძალიან მარტივად რეგულირდება, მისი პირველი პირები მიდიან და შესაბამისად, ის დროებითი მართვა, რომელიც ხორციელდება, უკვე სხორციელდება სამართლიანი არჩევნებისთვის. თუ არსებობს სამართლიანი არჩევნების ჩატარების ნება, არავითარი წინაღობა ინსტიტუციური, სამართლებრივი, იურიდიული და ა.შ., არ არსებობს. ივანიშვილმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება არა მხოლოდ არჩევნების დანიშვნაზე,ის ვერ ჩანიშნავს არჩევნებს, არამედ უნდა უზრუნველყოს ძალოვნები ჩაურევლობა პროცესში, - ამბობს თინა ხიდაშელი. 

ამავ აზრს იზიარებს საიას ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე. 

საქართველო იმყოფება ისეთ მდგომარეობაში, რომ მისაღებია ისეთი ფორმით ამ არჩევნების ჩატარება, როდესაც შესაძლოა, ცვლილებები კანონმდებლობაში ვერ განხორციელდეს, თუმცა სხვა პოლიტიკური გადაწყვეტილებები იყოს მიღებული. ეს ყველაფერი არის პოლიტიკური შეთანხმების და მათ შორის, პოლიტიკური ნაბიჯების საკითხი, - ამბობს ქურდოვანიძე. 

მესამე სექტორი გეგმავს, აღნიშნულ საკითხზე შეხვედრა ოპოზიციასთანაც გამართოს, რათა საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბდეს, როგორ უნდა გაიმართოს ახალი არჩევნები. 

მსგავსი სიახლეები