ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი და "ოცნების" რეპრესიები - EU-ს დელეგაცია მესამე სექტორს ხვდება

14.01.25 15:30
ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი და "ოცნების" რეპრესიები - EU-ს დელეგაცია მესამე სექტორს ხვდება

საქართველოში ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დაიწყო. ევროპელი პოლიტიკოსები ამ წუთებში მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან და პირადად ისმენენ ფაქტებს იმ რეპრესიების შესახებ, რომელსაც ოლიაგარქის რეჟიმი საკუთარ ხალხს ჯერ ქუჩაში, შემდეგ კი საპატიმროებში უწყობს. საუბარი შეეხება იმ პოლიტიკურ კრიზისზეც, რომელიც ქვეყანაშია და როგორ უნდა მივიდეს ქვეყანა ახალ არჩევნებამდე. 

საკმაოდ ხანგრძლივი იქნება ეს შეხვედრა და სხვადასხვა საკითხებზე იქნება. ერთი უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის, არჩევნებს და არჩევნების შემდგომ განვითარებულ პროცესებს, არსებული სამართლებრივი და პოლიტიკური კრიზისი და ჩვენი მხრიდან დანახული ეს კრიზისი, ასევე მოგვარების გზები და მეორე საკითხები ეხება უკვე კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს, - ამბობს „სამართლიანია არჩევნების“ ხელმძღვანელი ნინო დოლიძე. 

ყოფილმა სახალხო დამცველმა ევროპელ პარტნიორებს ასევე ის ფოტო და ვიდეომტკიცებულებები მიუტანა, სადაც ცხადად ჩანს, როგორ უსწორდება სპეცრაზმი მშვდობიან მომიტინგეებს. 

ვაწვდით მათ მუდმივ რეჟიმში ინფორმაციას განვითარებული მოვლენების თაობაზე. მაგალითად, საჯარო სამსახურში მიმდინარე რეპრესიების თაობაზე, ასევე დაკავებულების თაობაზე, რამდენი ადამიანია ადმინისტრაციული წესით, რამდენი სისხლის სამართლის წესით, რომ დაუსაბუთებელია მათ მიმართ წაყენებული ბრალი, დაუსაბუთებელია მათ მიმართ პატიმრობის ღონისძიების გამოყენება. ასევე, ვაწვდით ინფორმაციას „ქართული ოცნების“ მხრიდან მიღებული ანტიდემოკრატიული, ადამიანის უფლებების შემლახავი კანონების და მათი აღსრულების მავნე პრაქტიკის შესახებ. დღეს, რა თქმა უნდა, უკვე მივაწავდით ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციას. იმაზე, რომ რეჟიმი კიდევ უფრო აგრესიული გახდა, - ამბობს ყოფილი სახალხო დამცველი  ნინო ლომჯარია. 

3 დღიანი ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო დელეგაციის წევრები შეხვდებიან ოპოზიციასაც. განხილვის თემა გაყალბებული არჩევნების და კრიზისიდან გამოსვლის გზები იქნება.

მსგავსი სიახლეები