როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები - სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას და იურისტებს ხვდება
სალომე ზურბიშვილს ოპოზიცია ხვდება. პრეზიდენტთან შეხვდრაზე პოლიტიკური პარტიების ლიდერები ჭოველიძის ქუჩაზე ამ წუთებში იკრიბებიან. განხილვის მთავარი თემა ახალი არჩევნები და ქვეყანაში შექმნილი კრიზისია. ოპოზიციის ლიდერები პრეზიდენთტან ერთად სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ.
ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით იქმნება ეს საარჩევნო ჯგუფი. როგორ უნდა ჩატარდეს, ამაზე გვაქვს, ბუნებრივია, სხვადასხვა მოსაზრება. ეუთო-ოდირმაც მკაფიოდ განაცხადა, რომ ამ ადმინისტრაციის პირობებში ეს შეუძლებელია ს, „ქართული ოცნების“ პირობებში სამართლიან არცევნებს აზრი არ აქვს. ჩვენ ვიყოთ მზად პოლიტიკური ცვლილებებისთვის და როცა ეს პოლიტიკური ცვლილებები დადგება, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ ვატარებთ არჩევნებს, - ამბობს „ძლიერი საქართველოს“ წევრი გიორგი სიორიძე.
ადგილზე იმყოფებიან იურისტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც, რადგან შემაჯამებელი დოკუმენტი უნდა მომზადდეს, რომელიც აღწერს, როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სამუშაო პროცესი დიდი ხანია დაწყებულია შესაჯერებლად არჩევნების წინაპირობებთან დაკავშირებით და მათ შორის, ძალიან ნიშვნელოვანი იქნება ერთიანი ხედვა სამოქალაქო სექტორის და პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით. საჭიროა არჩევნების დანიშვნით ყველა წინაპირობა იყოს გათვალისწინებული და ყველა რისკი იყოს გააზრებული, - ამბობს ეკა ბესელია.