ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი - "ძლიერი საქართველოს" ლიდერები აშშ-ში კონგრესმენებს შეხვდებიან

14.01.25 16:12
ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი - "ძლიერი საქართველოს" ლიდერები აშშ-ში კონგრესმენებს შეხვდებიან

"ძლიერი საქართველოს" ლიდერები ვაშინგტონში შეხვედრებს ტრამპის უახლოეს გარემოცვასთან გამართავენ. 9 კონგრესმენთან  და 2 სენატორთან აუდიენცია უკვე ჩანიშნულია. დღეს შეხვედრები კონგრესში გაიმართება. 

ოპოზიციონერი ლიდერები გეგმავენ, ამერიკელ პოლიტიკოსებს საქართველოში შექმნილი კრიზისის შესახებ ინფორმაცია თავად, პირველწყაროდან მიაწოდონ.

ჩვენი შეხვედრების მიზანია, პირველწყაროდან მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოს მეგობრებს, კონგრესმენებს იმ პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში, თუმცა ისინი კარგად არიან ინფორმირებული, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ შეგვიძლია დამატებით საინტერესო ინფორმაცია მივაწოდოთ. ასევე იქიდან მოვისმინოთ, ახალი ადმინისტრაციის პირობებში მათ როგორ წარმოუდგენიათ შემდგომი ნაბიჯები აშშ-სი. ასევე კონგრესში მიმდინარეობს ძალიან საინტერესო კანონპროექტის განხილვა, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე. 

 

მსგავსი სიახლეები