ჟურნალისტის გასამართლების სპეცოპერაცია - მზია ამაღლობელი მოსამართლემ ციხეში გაუშვა

14.01.25 21:06
ჟურნალისტის გასამართლების სპეცოპერაცია - მზია ამაღლობელი მოსამართლემ ციხეში გაუშვა

 

ჟურნალისტი მზია ამაღლობელი მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა ციხეში ისე გაუშვა, რომ სათათბიროდ ფორმალურადაც კი არ გასულა. მზია ამაღლობელი სასამართლო დარბაზში წიგნით ხელში მივიდა: „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი". მოსამართლეს უთხრა რომ პასუხისმგებლობას არ გაურბის, თუმცა დღეს მოსამართლე ვერაფერს ხედავდა და არავისი ესმოდა. 

სასამართლო კლანთან ერთად სინდისის პატიმრების ციხეში გაშვებაზე პასუხიმსგებელია საქართველოს პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი. პროკურატურა ჟურნალისტის ციხეში გაშვებას პროცესზე ერთი საათის განმავლობაში ითხოვდა. პროკურორ ვლადიმერ თურმანიძეს დღეს არც არგუმენტები ჰქონდა და არც მტკიცებულებები. მოსამართლე მას, პრაქტიკულად, სიტყვაზე ენდო, რომ თურმე უკანონოდ დაკავებულმა ჟურნალისტმა სილა სახეში ბათუმის პოლიციის უფროსს შურისძიების მოტივით გააწნა.  

ქვეყნის მთავარმა პროკურორმა დამოუკიდებელი ჟურნალისტის  გასამართლება კორუფციულ სკანდალში გახვეულ პროკურორს ჩააბარა. კრიმინალურ ავტორიტეტებთან კავშირი, ოლიგარქის ძმის დავალებების შესრულება - ასე ახასიათებენ ვლადიმერ თურმანიძეს, რომელმაც თავის თავზე აიღო ეს საქმე. პროკურორი დღეს პროცესზე პატიმრობის შაბლონური დასაბუთებით მივიდა და არ ჰქონდა პასუხი არცერთ კითხვაზე. ბოლოს იძულებული გახდა, სასამრთლო დარბაზიდან გაქცეულიყო.  

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები