აბუდაბის სკანდალი - "ოცნების" დეპუტატები სასამართლო პროცესის მოლოდინში არიან
თავდასხმაში მონაწილე პირები აბუ დაბის პოლიციის განყოფილებაში არიან. მოქალაქეზე ჯგუფური ანგარიშსწორების ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო და ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მონაწილე ყველა პირი პოლიციის შენობაში გადაიყვანა. "ოცნების" წევრებს უწევთ ახსნან, რატომ დაგეგმეს მოქალაქეზე თავდასხმა. ირკვევა, რომ საქმეში საკონსულო უკვე ჩაერთო, ამას "პირველებს" ელჩი გიორგი ჯინჯილავა ადასტურებს.
პატიმრობა ან ფულადი ჯარიმა - ამ სასჯელს ითვალისწინებს არაბთა გაერთიანებულ საამიროში ადამიანზე თავდასხმა და ფიზიკური ანგარიშსწორება. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს ორგანიზებული დანაშაული - წინა დღის ინციდენტის შემდეგ, როცა ლაშა გაბიტაშვილმა "ოცნების" წევრები სამშობლოს ღალატში ამხილა, ირაკლი ზარქუამ და ვიქტორ სანიკიძემ ჯგუფური თავდასხმა დაგეგმეს. სასტუმრო "რედისონის" რესტორანში მყოფს თავს დაესხნენ და სცემეს. არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ საჯარო მოხელეების მხრიდან ჩადენილი დანაშაულზე საქართველოს პროკურატურამაც უნდა დაიწყოს გამოძიება.
"პირველების" ინფორმციით, როგორც აბუდაბის სასტუმრო "რედისონში" პოლიცია მივიდა და ზარქუას დაკითხვა დაიწყეს. შველა ზარქუამ არაბთან გაერთიანებულ საამიერობეში საქართველოს ელჩის სთხოვა. გიორგი ჯანჯღავა გვეუბნება, რომ საქმეში ის პირდად არ ჩართულა და საკონსულოს თანშმრომლები გააგზავნა. ახლა რეჟიმი ცდილობს, პასუხიმგებლობა დეპუტატებს ზარქუას, სანიკიძეს და სამხარაულს ააცილოს.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.