სავიზო შეზღუდვები "ოცნების" ელიტას - რას გეგმავს ბრიუსელი?
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა დააადასტურა, რომ ევროკავშირის ივანიშვილის ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე მუშაობს და დიპლომატიური პასპორტებისთვის სანქციების დაწესებით არაფერი დასრულებულა. ეს განცხადება კოსმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროდეპუტატებმა ევროკომისია უმოქმედობაში დაადანაშაულეს, მაშინ როდესაც, შტატებმა ოლიგარქი ივანშვილი უკვე დაასანქცირააა.
ახლა ევროკომისიაში სჯელობენ, როგორ დაეხმარონ საქართველოს, რომ დაუბრუნდნენ ევროატლანტიკურ გზას. ევროკომისარმა დაადასტურა, რომ სანქციების პოლიტიკის გარდა, ბრიუსელი მზად არის, "ოცნების" რეჟიმისთვის გაყინული თანხები სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისკენ გადაამისამართოს და დამატებით 7 მილიონი ევრო "ოცნების" ანტიევროპული დეზინფორმაციული კამპანიის ჩასახშობად გამოყოს. ეს კი მას შემდეცგ როცა სანქციები ლურჯი პასპორტის მფლობელებისთვის საბოლოოდ დამტკიცდება.
სანქციები, არაღიარება და ახალი არჩევნები - ეს არის სამი ძირითადი პირობაა, რომელიც ევროპარლამენტარებმა ევროკომისიას დაუსახელეს. ევროპელი პოლიტიკოსები მოითხოვენ, რომ ბრიუსელმა შიდა კონსენსუსი ნახოს და ოლიგარქი სანქციებს დაუქვემდებაროს. ამასთან, არაღიაროს "ოცნების" გუნდი და არჩევნები არალეგიტიმურაც ცნოს.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.