,,ცესკო"-ს საბჭოში შემავალი 11 ორგანიზაცია ,,ოცნებასთან" მჭიდრო კავშირშია - ლილე ლიპარტელიანი

10.09.21 13:59
,,ცესკო"-ს  საბჭოში შემავალი 11 ორგანიზაცია ,,ოცნებასთან" მჭიდრო კავშირშია - ლილე ლიპარტელიანი

,,ნაცმოძრაობა" ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ,,ქართულ ოცნებას" ერთობლივ მოქმედებაში ადანაშაულებს. პარტიაში ამბობენ, რომ ,,ოცნებასთან" დაახლოებულმა პირებმა საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა, რომელმაც საარჩევნო დავები უნდა განიხილოს, მიკერძოეუბული ხალხით დააკომპლექტა. საუბარია სადამკვირვებლო ორგანიზაციაზე, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება და ბოლო 4 წლის განმავლობაში 4 მილიონზე მეტი აქვს მიღებული. 

,,ნაცმოძრაობის" წევრის, ლილე ლიპარტელიანის, ინფორმაციით, ცესკო-ს საკონსულტაციო საბჭო,დაკომპლექტებულია არასამთავრობო ორგანიზაციებით, რომლებიც ,,ქართულ ოცნებასთან" ასოცირდება.

საკონსულტაციო ჯგუფმა განსაზღვრა ცესკო-ში არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების შემადგენლობა, საუბარია 11 არასამთავრობო ორგანიზაციაზე, თერთმეტივე პირდაპირ, ან ირიბად დაკავშირებულია ,,ქართულ ოცნებასთან" და ისეა, რომ ცესკო და ხელისუფლება ერთმანეთისგან აღარ განირჩევა - ამბობს ლილე ლიპარტელიანი.

არასამთავრობო ორგანიზაციები წარდგენილ ბრალს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ისინი მიუკერძოებლები არიან და მათ მუშაობაში არც ერთი პარტია არ ერევა. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის მიუღებელია ,,ნაცმოძრაობა" და ,,ქართულ ოცნებაში" მეგობრები ჰყავთ, ეს მათ მუშაობაზე არ აისახება.

არასამთავრობო ორგანიზაციის, ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე, აცხადებს, რომ დამოუკიდებლობის მიღების პერიოდიდან აკვირდება არჩევნებს საქართველოში და რომელიმე პარტიასთან მიკერძოება მისთვის წარმოუდგენელია.

მას შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა, ყოველთვის ვაკვირდებით არჩევნებს. ჩვენი ორგანიზაციის მიზანია ხელისუფლების ცვლილება არჩევნების და არა გადატრიალების გზით, არც ერთი პარტიის მიმართ არ მაქვს მიკერძოება, ყველას მივესალმები, ვინც არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის - აცხადებს ნანა კაკაბაძე

ლილე ლიპარტელიანის ბრიფინგი იყო პასუხი გუშინ ,,ქართული ოცნების" წევრის, გივი მიქანაძის, მიერ გაჟღერებული ბრალდებისა. მიქანაძემ გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციები  ,,ნაცმოძრაობასა" და ,,ევროპულ საქართველოსთან"  კავშირში დაადანაშაულა