ახალი არჩევნები და ოლიგარქის რეჟიმის დასანქცირება -"ძლიერი საქართველოს" ლიდერები კონგრესმენებს ხვდებიან

14.01.25 21:05
ახალი არჩევნები და ოლიგარქის რეჟიმის დასანქცირება -"ძლიერი საქართველოს" ლიდერები კონგრესმენებს ხვდებიან

 

შტატები რეჟიმის წინააღმდეგ მოქმედებაზეა გადასული. მაშინ, როცა ვაშინგტონში ტრამპის ინაუგურაციისთვის ემზადებიან, საქართველოს საკითხი დღის წესრიგიდან არ ქრება.

ამ წუთებში შეხვედრას ახლადარჩეული პრეზიდენტის გარემოცვის წევრებთან "ძლიერი საქართველოს" ლიდერები მართავენ. მხარდაჭერა ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ახალი არჩევნები და ოლიგარქის რეჟიმის დასანქცირება - ეს არის გზავნილები შტატებიდან. 

უკვე ნახევარი საათია, რაც კონგესმენ დერიკ ვან ორდენს ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და გრიგოლ გეგელია დახურულ კარს მიღმა ხვდებიან.

ვიდრე შეხვედრა დაიწყებოდა, "ძლიერი საქართველოს" ლიდერები ტრამპის ახლო გარემოცვის წევრს, მაიკლ ჰარიდოპოლს შეხვდნენ, რომელსაც ინფორმაცია საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის შესახებ მიაწოდეს. 

კონგრესის მხარდაჭერა ქართველი ხალხისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. ყველა იმ კანონპროექტს, რომელიც ახლა არის განხილვაში და ეხება საქართველოს, სკონგესის სწრაფი რეაგირება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.  ჩვენ ვიწყებთ ახლა შეხვედრას კონგრესმენთან, რომელიც წარმოადგენს ფლორიდას. თემბი არის ერთიდა იგივე: ეს არის ქართველი ხალხის ბრძლა ახალი არჩევნებისთვის, არაღიარების პოლიტიკა „ქართული ოცნების“, - თქვა შეხვედრამდე ბადრი ჯაფარიძემ. 

ასევე ცნობილია, რომ სულ რამდენიმე საათში "ძლიერი საქართველოს" ლიდერები ჯო უილსონს შეხვდებიან. 

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები