პრესის თავისუფლება არის დემოკრატიის ხერხემალი საქართველოში და ყველგან - საფრანგეთის ელჩი
საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი საქართველოს მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტებს სოციალურ პლატფორმა X-ზე ეხმაურება.
ელჩი ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრების გარეშეს" განცხადებას აზიარებს და წერს:
პრესის თავისუფლება არის დემოკრატიის ხერხემალი საქართველოში და ყველგან. მედიის პროფესიონალები უნდა იყვნენ დაცულები და არ უნდა იყვნენ დევნის სამიზნეები", - წერს ის.
შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და საპროტესტო აქციების დროს, მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ თავდასხმა დაგმო.