მივესალმები "ევროპული სახალხო პარტიის" ერთხმად მიღებულ რეზოლუციას, ამერიკა თანახმაა! - ჯო უილსონი

14.01.25 23:45
მივესალმები "ევროპული სახალხო პარტიის" ერთხმად მიღებულ რეზოლუციას, ამერიკა თანახმაა! - ჯო უილსონი

ამერიკა ეთანხმება "ევროპული სახალხო პარტიის" რეზოლუციას, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, რეზოლუცია ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებისა და პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის.

“ამერიკა თანახმაა!",- წერს უილსონი.

მივესალმები "ევროპული სახალხო პარტიის" ერთხმად მიღებულ რეზოლუციას, რომელიც საქართველოში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს მოითხოვს, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებისა და პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის, სალომე ზურაბიშვილს საქართველოში ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად აცხადებს. ამერიკა თანახმაა!" , - წერს უილსონი.

მსგავსი სიახლეები