საქართველოში ჟურნალისტობა ახლა საკმაოდ საშიშია - მიხაილ როთი

14.01.25 23:02
საქართველოში ჟურნალისტობა ახლა საკმაოდ საშიშია - მიხაილ როთი

თბილისში ვიზიტად მყოფი გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი, მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც როთი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოში ჟურნალისტობა ახლა საკმაოდ საშიშია.

“საქართველოში ის უკვე რეანიმაციაშია“, - წერს როთი.

თავისუფალი მედიის გარეშე დემოკრატია კვდება. საქართველოში ის უკვე რეანიმაციაშია. საქართველოში ჟურნალისტობა ახლა საკმაოდ საშიშია. მადლობა დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს ჩამოშლის პირას მყოფი დემოკრატიის შესახებ დისკუსიისთვის. ყველა მზერა საქართველოზე,"- წერს როთი.

მსგავსი სიახლეები