ნათელია სასოწარკვეთილი შიში, რომლის გამოც დღევანდელი რეჟიმის ქმედებები გონივრულობის მიღმაა - გახარია
დღევანდელმა ხელისუფლებამ, რეჟიმმა, მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ ძალადობით დაიწყო, ახალგაზრდებს და ჟურნალისტებს სცემა, ახლა კი დაიწყო დაპატიმრებები, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
გახარიას თქმით, “ნათელია სასოწარკვეთილი შიში, რომლის გამოც დღევანდელი რეჟიმის ქმედებები გონივრულობის მიღმაა“.
“მათი დაამრცხება გარდაუვალია“, - ამბობს პოლიტიკოსი.
მზია ამაღლობელის შემთხვევა არის ის მაგალითი, როდესაც პროვოცირებული სამართალდარღვევის გამო, ადამიანს მიუსაჯეს საპატიმრო სტატუსი, მაშინ როდესაც, ათობით შემთხვევა იყო რიგით მოქალაქეებზე ძალადობის, პირდაპირ ეთერში ვუყურებდით როგორ სცემდნენ ახალგაზრდებს ადა ამაზე არანაირი რეაგირება არ ყოფილა. აქ უკვე ნათელია სასოწარკვეთილი შიში, რომლის გამოც დღევანდელი რეჟიმის ქმედებები გონივრულობის მიღმაა და ეს მაფიქრებინებს იმას, რომ მათი დაამრცხება გარდაუვალია“, - ამბობს გახარია.
ოპოზიციონერი პოლიტიკოს ყველა დაპატიმრებულს, პირველ რიგში კი ჟურნალისტ მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებს.
ყველა დაპატიმრებულს და პირველ რიგში, მზია ამაღლობელს მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო, რამეთუ ეს არის ის წითელი ხაზი, რომლის იქითაც ჩვენ არანაირი დათმობის შესაძლებლობა და რესურსი არ გვაქვს. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ ჟურნალისტების დაცვა, ეს არის ჩვენი უფლების დაცვა, რათა ვიყოთ ინფორმირებულები და ვიცოდეთ სიმართლე, არ ვიცხოვროთ იმ სიცრუეში და ტყუილებში, რომელშიც “ოცნება“ გვაცხოვრებს. ამიტომ, ჩვენ დღეს არ ვიბრძვით ერთი მედიის და ერთი კონკრეტული მზია ამაღლობელისთვის, ჩვენ ვიბრძვით ჩვენი უფლებისთვის, რომ ვიყოთ ინფორმირებული და გქვონდეს სიმართლესთან წვდომა“, - დასძინა მან.