ეს არის “ქართული ოცნების“ აგრესიული, გაუნათლებელი, პროვინციული სახე- გახარია აბუ-დაბის სკანდალზე

15.01.25 01:09
ეს არის  “ქართული ოცნების“ აგრესიული, გაუნათლებელი, პროვინციული სახე- გახარია აბუ-დაბის სკანდალზე

ეს არის აგრესიული, გაუნათლებელი, პროვინციული სახე “ქართული ოცნების“, რომელთა მავნებლობა და სისულელეები ჩემი, თქვენი და იმ ადამიანების გადასაზღვევიაა, რომლებიც ყოველდღიურად აქციებზე დგანან, - ასე ეხმაურება აბუ-დაბის სკანდალს პარტია “საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია.

გახარიას თქმით, “საუბედუროდ, ეს ხალხი წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც.“

“არც ქართულია, არც ღირსულია, არც პოლიტიკურია და არც სახელმწიფოებრივია, ეს არის სამარცხვინო“, - ამბობს გახარია.

ამათ წარმოდგენა არ აქვთ, რას აკეთებენ, როგორ აკეთებენ, მათი მამოძრავებელი მოტივაცია რაც არის, ხომ გასაგებია- ფული, კომფორტი, საშინელი ქცევა, ეგოცენტრული, მანიაკალური გამოხტომები. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს პროტესტის პასუხისმგებლობა ქვეყნის, სახელმწიფოს, ახალგაზრდების და ჩვენი მომავლის წინაშე ბევრად უფრო დიდი და მაღალია. ამ პროტესტს აქვს ამის უნარი, რომეს პასუხისმგებლობა აიღოს და მართოს და იმათ, ვინც ქვეყნის გარეთ მუშტი-კრივით, ძალადობით და ქვეყნის შიგნით კი უდანაშაულო ჟურნალისტების დაპატიმრებით ფონს გავიდნენ და ძალაუფლება შეინარჩუნონ, მათთვის არც სახელმწიფო და არც თმენის ვალდებულება არაფერს ნიშნავს, ნიშნავს მხოლოდ ბევრი ფული მოიპარონ და დამალონ“, - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარული - ჯგუფურად თავს დაესხნენ მოქალაქეს, ლაშა გაბიტაშვილს,  რომელმაც "ოცნების" დეპუტატებს "მონები" და "რუსები " ეძახა. საგამოძიებო მოქმედებები და მოწმეების გამოკითხვები  ჯგუფური თავდსხმის საქმეზე ამ წუთებშიც გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარზე დაკავებულია გიორგი გოგოლაძე, პირი, რომელიც თან ახლა "ოცნების" დეპუტატებს და რომლის ნასროლი თეფში სასტუმროს თანამშრომელს მოხვდა.

აბუ-დაბის პოლიციაში იმყოფებიან “ოცნების“ დეპუტატები, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძეც. 

მსგავსი სიახლეები