ბათუმში, ჯგუფურად თავს დაესხნენ გიორგი გახარიას, ის კლინიკაშია გადაყვანილი - მთივლიშვილი

15.01.25 03:17
ბათუმში, ჯგუფურად თავს დაესხნენ გიორგი გახარიას, ის კლინიკაშია გადაყვანილი - მთივლიშვილი

რამდენიმე წუთის წინ, პარტია "საქართველოს" ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმის "შერატონში" თავს დაესხნენ - ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, ყოფილი პრემიერი კლინიკაშია გადაყვანილი. 

როგორც მთივლიშვილი ამბობს, გახარიას თავს, სავარაუდოდ, არალეგიტიმური პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დაესხნენ.

სასტუმროში, ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში, “შერატონში”, რუსული რეჟიმის არალეგიტიმური პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები (დაზუსტებით - დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე) და სხვები (სავარაუდოდ - ვარლამ ლიპარტელიანი) ჯგუფურად თავს დაესხნენ გიორგი გახარიას - ყოფილ პრემიერს, მანამდე ჩვენს მეგობარს, რომელიც ამავე სასტუმროში იყო დაბინავებული. გახარია კლინიკაშია გადაყვანილი", წერს მთივლიშვილი.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები