მეზვრიშვილი გახარიაზე თავდასხმაზე: ივანიშვილი, საბრალდებო სკამზე დაგსვამ პირადად!
თავდასხმა გიორგი გახარიაზე - ყოფილი პრემიერის გუნდის წევრი, ნათია მეზვრიშვილი პროკურატურას მიმართავს.
24 საათში არ იქნება ყველა თავდამსხმელი დაკავებული და თქვენც მოგაკითხავთ! - წერს სცოიალურ ქსელში მეზვრიშვილი და ბიძინა ივანიშვილს პირდება, რომ საბრალდებო სკამზე დასვამს.
დანდობა არ იქნება - ეუბნება ოლიგარქის გუნდს გახარიას თანაგუნდელი.
ყველას მოგაკითხავთ, წარმოდგენა არ გაქვთ რამხელა შეცდომა დაუშვით ქართული ოცნება / Georgian Dream. დანდობა არ იქნება, გპირდებით!
საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia 24 საათში არ იქნება ყველა თავდამსხმელი დაკავებული და თქვენც მოგაკითხავთ!
ივანიშვილი, საბრალდებო სკამზე დაგსვამ პირადად !- წერს ნათია მეზვრიშვილი.
რამდენიმე წუთის წინ, პარტია "საქართველოს" ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმის "შერატონში" თავს დაესხნენ - ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ავრცელებს.
მისი თქმით, ყოფილი პრემიერი კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც მთივლიშვილი ამბობს, გახარიას თავს, სავარაუდოდ, არალეგიტიმური პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დაესხნენ.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.