ჯო უილსონი "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს შეხვდა - რაზე ისაუბრეს დახურულ კარს მიღმა
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, დონალდ ტრამპის გუნდის წევრი ჯო უილსონი "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს შეხვდა. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და გრიგოლ გეგელიას საკუთარ კაბინეტში უმასპინძლა.
უილსონმა ოპოზიციონერ ლიდერებს უთხრა, რომ დემოკრატები და რესპუბლიკელები სენატში ერთად მუშაობენ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად - საუბარია არაღიარების შესახებ მომზადებულ ორპარტიულ კანონპროექტზე, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის არაღიარებას გულისხმობს.
"ძლიერი საქართველოს" ლიდერებმა კონგრესმენს 4 პროევროპული ოპოზიციური პარტიის მიერ მომზადებული დოკუმენტი გადასცეს, სადაც კრიზისიდან გამოსვლის გზებზე, ახალ არჩევნებზე და პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლებაზე არის საუბარი.
ბადრი ჯაფარიძე - ჩვენ მადლობლები ვართ თქვენი მხარდაჭრის, რომელსაც გამოხატვთ ქუჩაში მდგომი ხალხის მიმართ. ისინი არ გაჩერდებიან იქამდე ვიდრე არ დაიმსახურებენ თავისუფალ და სამართლიან არჩევენებს. მადლობლები ვართ თქვენი ინიციატივებით. განსაკუთრებით "მეგობარი აქტით".
ჯო უილსონი - დიახ, ამერიკა ყოველთვის მხარს უჭერს დემოკრატიას და დამოუკიებლობას. ეს იმ დროიდან დაიწყო როცა საბჭოთა კავშირმა გადაწყვიტა ესტონეთი, ლატვია და ლიტვა დაეპყრო. ჩვენ არც მაშინ ვაღიარებთ ამ ქვეყნებს საბჭოთა ქვეყნების ნაწილად.
ჯო უილსონი - ტრამპის სახელით ვერ ვილაპარკებ, მაგრამ მას გულით უყვარს სამათლიანი არჩევენბი. მე დარწმუნებუკი ვარ ის დარჩება საქართველოს მხარეს. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ბაიდენს, რომელმაც როგორც იქნა სანქციები დაუწერა "ქართულ ოცნებას".
ჯო უილსონის გარდა, "ძლიერი საქართველოს ლიდერები კიდევ 4 კონგრესმენს შეხვდნენ, მათ შორის "თავისუფლების" ჯგუფის თავმჯდომარეს.
მინდა გითხრათ, რომ ეს ილუზია, რომ 20-ის მერე ტრამპის ადმინისტრაცია რაიმე ფორმით "ქართული ოცნების" რაიმე გაპრავებას დაიწყებს, ეს არის გამორიცხული, ეს არის აბსურდი. კონგრესმენ უილსონთან ჩვენ, ისევე რგოროც სხვა კონგრესმენებთან ჩავიტანეთ 4 ოპოზიციური პარტიის შედგენილი დოკუმენტი, რომელიც ჩვენ ასევე დავაგზავნეთ ევროპის ლიდერებთან, ისევე რგოროც ამერიკაში ვაჩვენეთ კონგრესმენებს და ავუხსენით და ვაჩვენეთ ის გადასადგმელი ნაბიჯები, რომელიც 4-მა ოპოზიციურმა კოალიციამ ერთად შევადგინეთ კრიზისის განსამუხტავად. ამიტომაც ის, რასაც "ოცნება" ავრცელებს თავის ამომრჩევლებში, არის ტყუილი. ტრამპის ადმინისტრაცია მტკიცედ დადგება სამართლიანი მოთხოვნის გვერდზე და ამას ვნახავთ ჩვენ ძალიან მოკლე დროში". - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
ძლიერი საქართველოს შეხვედრები შტატებში გრძელდება. ხვალ კიდევ 4 კონგრესმენთან არის შეხვედრა ჩანიშნული.