გიორგი ოკმელაშვილის განაჩენი 24 იანვარს გახდება ცნობილი

15.01.25 15:28
გიორგი ოკმელაშვილის განაჩენი 24 იანვარს გახდება ცნობილი

მოსამართლე გიორგი გელაშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე განაჩენს 24 იანვარს, 14:00 საათზე გამოაცხადებს.  ადვოკატმა კობა ბარამიამ დღეს, 15 იანვარს, გამართულ სხდომაზე მოითხოვა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალებების შენახვა) წაყენებული ბრალის მოხსნა, რასაც პროკურორი დაეთანხმა. 

ახლა გიორგი ოკმელაშვილს გამოძიება ედავება მხოლოდ 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს (პოლიციელზე თავდასხმა). დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გიორგი ოკმელაშვილი გასული წლის 15 მაისს დააკავეს. მას 2024 წლის 14 მაისის აქციაზე პოლიციელის ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავებიან. უკვე 17 მაისს სასამართლომ ოკმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

მსგავსი სიახლეები