უპრეცედენტო პროტესტი საქართველოში - საბანკო სექტორი ქუჩაში დგას
უპრეცედენტო პროტესტი საქართველოში - სამი საათის განმავლობაში მასობრივ გაფიცვას პატიმრების გათავისუფლების და ახლი არჩევნების მოთხოვნით მთელი ბზინეს სექტორი და ასობით კომპანია შეუერთდა.
ქუჩაში დგას საბანკო სექტორი - "ლიბერთი ბანკის" ყველა ფილიალი დღეს დახურული იყო, თანამშრომლებმა სამუშაო სივრცეები დატოვეს და ქუჩაში საპროტესტო ბანერებით დგანან.
18:00 საათამდე გაიფიცა "საქართველოს ბანკიც" - თანამშრომლები ოფისის წინ ამ წუთებშიც დგანან და ამ ფორმით გამოხატავენ პროტესტს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ.
TBC-ის თანამშრომლებმა შენობიდან ქუჩაში გადაინაცვლეს - მათ ზებრა გადასასვლელები დაიკავეს.