ხალხის წამებსა და დარბევაზე პასუხისმგებელ მინისტრს ყაველაშვილმა გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა

15.01.25 18:12
ხალხის წამებსა და დარბევაზე პასუხისმგებელ მინისტრს ყაველაშვილმა გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა

"ქართული ოცნების" პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის მიერ სანქცირებულ ვახტანგ გომელაურს გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა.

შესაბამისი ბრძანება 2025 წლის 14 იანვრით თარიღდება. 

"საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვიცე-პრემიერს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მიენიჭოს პოლიციის გენერალ- პოლკოვნიკის უმაღლესი სპეციალური წოდება"- წერია დოკუმენტში, რომელსაც ხელს ყაველაშვილი აწერს.