ივანიშვილის სამოქალაქო დაპირისპირების ნარატივი ჩავარდება - პრეზიდენტი ზურაბიშვილი

15.01.25 18:24
ივანიშვილის სამოქალაქო დაპირისპირების ნარატივი ჩავარდება - პრეზიდენტი ზურაბიშვილი

"ივანიშვილის სამოქალაქო დაპირისპირების ნარატივი ჩავარდება" - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე წერ. 

მისი თქმით, "ეს არის რეჟიმი ხალხის წინააღმდეგ, თუმცა ისტორია აჩვენებს, რომ მოქალაქეები ყოველთვის იმარჯვებენ". 

რუსული სტილის რეჟიმის ახალი ეტაპი: რეპრესიები საქართველოს პროტესტის ჩასახშობად. ივანიშვილის სამოქალაქო დაპირისპირების ნარატივი ჩავარდება. ეს არის რეჟიმი ხალხის წინააღმდეგ და ისტორია გვიჩვენებს, რომ ხალხი ყოველთვის იმარჯვებს", - წერს სალომე ზურაბიშვილი.