"დღევანდელი რეჟიმის სახეა... ესაა რეჟიმის განაჩენი" - პრეზიდენტი ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე იმ ბიჭის ფოტოს აზიარებს, რომელიც დღეს, სამ-საათიანი გაფიცვის ფარგლებში, მშვიდობიან დემონსტრანტებს ხელკეტით მიუვარდა.
სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ "ეს სახეა დღევანდელი რეჟიმის".
ეს სახეა დღევანდელი რეჟიმის! რუსული სახე :“ტიტუშკა”,”ცემატყეპა”, გინება, შეურაცხყოფა, დაშინება, ძალადობა … მეტი რომ არაფერი იციან, მეტს ვერაფერს რომ აკეთებენ … ესაა რეჟიმის განაჩენი". - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, თბილისის ცენტრში დღეს ხმაური და დაპირისპირება იყო. სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს თანახმად, დოლიძის ქუჩაზე ერთ-ერთი ოფისისი გაფიცულ თანამშრომლებს ე.წ. ტიტუშკები მიუქციეს. ქეთი წულუკიძის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ადგილი ფიზიკურ დაპირისპირებას აქვს.