ყველაზე მასშტაბური გაფიცვა საქართველოში - ასობთ კომპანიის ათასობით თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად მუშაობა შეწყვიტა

15.01.25 20:15
ყველაზე მასშტაბური გაფიცვა საქართველოში -  ასობთ კომპანიის ათასობით თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად მუშაობა შეწყვიტა

ყველაზე მასშტაბური გაფიცვა საქართველოს ისტორიაში, ასობთ კომპანიის ათასობით თანამშრომელმა დღეს პროტესტის ნიშნად მუშაობა შეწყვიტა. 

ახალი არჩევნების დანიშვნის და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა, მხოლოდ ერთ აქციაზე არ ისმოდა, დღეს პროტესტის ხმა ერთდროულად ასობით უბანში და ასობთ ქუჩაზე ისმოდა. 

ქუჩაში გამოვიდა ის მსხვილი ბიზნესი, რომლის გადახდილი გადასახადებით ქვეყნის ბიუჯეტი ივსება და ისინიც, ვინც ახლა პირველ ნაბიჯებს დგამს. არ ჰქონდა მნიშვნელობა ვინ იყო მფლობელი, დღეს გაფიცვას, იმ კომპანიების თანამშრომლებიც შეუერთდნენ, ვის ხელმძღვანელებსაც წინასწარ არ უთქვამთ რომ გაფიცულებს მხარს უჭერენ.  ქუჩაში იდგნენ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის, ირაკლი რუხაძის "ლიბერთი ბანკის" თანამშრომლებიც.

საქართველო გაიფიცა - ნინო ღვედაშვილი დეტალებით