სისხლიანი ანგარიშსწორება გიორგი გახარიაზე - რეჟიმი ყოფილ თანაგუნდელს ციხით ემუქრება
სისხლიანი ანგარიშსწორება გიორგი გახარიაზე - ივანიშვილის რამდენიმე თვის წინანდელი მუქარა, "ქართულმა ოცნებამ" სისრულეში დღეს, გამთენიისას მოიყვანა. ბათუმში დაკავებულების მხარდასაჭერად ჩასულ გახარიას თავს სასტუმროს ფოიეში დაესხნენ. ექს პრემიერს აქვს ტვინის შერყევა და სახის ძვლის მოტეხილობები აღენიშნება.
გამოძიებას ამ დრომდე არ ამოუღია კამერის ჩანაწერები - ექსპრემიერის გუნდში ფიქრობენ, რომ რეჟიმი ვიდეო ფაბრიკაციით საქმის უკუღმა დატრიალებს ცდილობს.
გახარიას მისივე ყოფილი თანაგუნდელები ციხით ემუქრებიან, ექს პრემიერის დაკავებაც ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო სურვილი იყო.
ირკვევა, რომ ექს პრემირზე თავდასხმა ერთ ერთი პირი სასტუმრო "შერატონში" მობილური ტელეფონით იღებდა.