ავერსი, მაკდონალდსი მაგთიკომი - არ დარჩენილა არც ერთი სექტორი, რომელიც დღეს ქუჩაში არ იდგა
ავერსი, მაკდონალდსი მაგთიკომი - არ დარჩენილა არც ერთი სექტორი, რომელიც დღეს ქუჩაში არ იდგა. მსხვილი ბიზნესი და მცირე მეწარმეები, საჯარო მოხელეები - ყველგან ერთი სურათი იყო - დახურული ობიექტები და ოფისები და მათ წინ მდგარი თანამშრომლები. ქუჩაში იდგნენ თვითდასაქმებულებიც და უბრალოდ ის ხალხი, ვინც რეჟიმის რეპრესიებთან შეგუებას არ აპირებს. ასეთი მასშტაბის პროტესტი ქვეყანაში არ ყოფილა.
ქუჩაში იდგნენ სკოლის პედაგოგები და სტუდენტებიც. საქართველოს უნივერსიტეტში გაფიცულმა ახალგაზრდებმა და ლექტორებმა მასშტაბური მსვლელობა ქალაქში მოაწყვეს. თუმცა ეს არ იყო გამონაკლისი. ბევრმა ორგანიზაციამ სწორედ ამ ფორმით გამოხატა თავისი სოლიდარობა გაფიცულების მიმართ და მარშით დაიძრა რუსთაველის გამზირისკენ.
დღეს საქართველომ უპრეცედენტო ერთობით კიდევ ერთხელ დაანახა მსოფლიოს, რომ ბრძოლა თავისუფლებისთვის ახალ ეტაპზე გადადის.