სამი საათით გაჩერებული ქვეყანა - რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სრულიად ახალი ტალღა იწყება

15.01.25 20:32
სამი საათით გაჩერებული ქვეყანა - რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სრულიად ახალი ტალღა იწყება

სამი საათით  გაჩერებული ქვეყანა- რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სრულიად ახალი ტალღა. საქართველოს პრეზიდენტი დღეს საყოველთაო გაფიცვას შეუერთდა. სალომე ზურაბიშვილი სასტუმრო "სტამბასთან" მივიდა და მოქალაქეების გვერდით დადგა.  ქუჩაში  თავისუფალი  ადამიანები გამოვიდნენ- ამბობს პრეზიდენტი, რომელიც რეჟიმის წინააღმდეგ  ბრძოლას ყველა მშვიდობიანი მეთოდით აანონსებს.   

დედაქალაქის ცენტრში დაკეტილი იყო ყველა მსხვილი სასტუმრო,   მოლები, მცირე  მარკეტები. დასაქმებულებმა საქმე დროებით გვერდზე გადადეს, ქუჩაში გამოვიდნენ და ამ ფორმით წვლილი შეიტანეს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დღეს სადაც არ უნდა გაგევლოთ, თითქმის ყველა ობიექტს ერთი სტიკერი ჰქონდა - გავიფიცეთ. ამ წარწერის  წინ კი  უამრავი  გაფიცული  ადამიანი იდგა.

სამი საათით გაჩერებული ქვეყანა - ლიზა ლასარეიშვილი დეტალებით