პირველების ექსკლუზიური ინტერვიუ კონგრესმენ ჯო ვილსონთან - ტრამპის გუნდის წევრი ოლიგარქს აფრთხილებს

15.01.25 21:02
პირველების ექსკლუზიური ინტერვიუ კონგრესმენ ჯო ვილსონთან - ტრამპის გუნდის წევრი ოლიგარქს აფრთხილებს

მთელი მსოფლიო შთაგონებით უყურებს ქართველი ხალხის ბრძოლას - პირველების ექსკლუზიური ინტერვიუ კონგრესმენ ჯო ვილსონთან.  ტრამპის გუნდის წევრი ოლიგარქს აფრთხილებს და ვენესუელას მაგალითს ახსენებს,როდესაც ტრამპმა არჩევნების შედეგები არ აღიარა. ჯო ვილსონი ივანიშვილს პრაქტიკულად მადუროს ბედს უანონსებს. ჩვენ ვხედავთ რეჟიმის სისასტიკეს - ამბობს რესპუბლიკელი კონგრესმენი. 

 გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია. საქართველოში შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი დეტალურად განიხილეს ძლიერი საქ-ოს ლიდერებმა ამერიკელ კონგრესმენთან. ვაშინგტონის მხარდაჭერა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ახლა გადამწყვეტია, ამიტომ ოპოზიციის ლიდერები აქტიურ შეხვედრებს განაგრძობენ კონგრესსა და სენატში. თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაცია ქართველი ხალხის მხარდამჭერად რჩება - ეს არის მთავარი გზავნილი ამერიკის დედაქალაქიდან.

"ძლიერი საქართველო"  შტატებში - ინა ცარციძე დეტალებით