ზურაბიშვილთან ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეუძლია საქართველოს დაძლიოს არსებული ორმაგი კრიზისი - ფიშერი

15.01.25 22:53
ზურაბიშვილთან ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეუძლია საქართველოს დაძლიოს არსებული ორმაგი კრიზისი - ფიშერი

"[სალომე ზურაბიშვილთან] ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეუძლია საქართველოს დაძლიოს არსებული ორმაგი კრიზისი" - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი X-ზე წერს.

ფიშერი აღნიშნავას, რომ ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტთან შეხვედრის დროს ზურაბიშვილი დაარწმუნა, რომ გერმანია დარჩება საქართველოს სანდო მეგობრად.

დიდი პატივი იყო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და დეპუტატ მიხაილ როთის მასპინძლობა. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეუძლია საქართველოს დაძლიოს არსებული ორმაგი კრიზისი - ქვეყნის შიგნით, ასევე გერმანიასთან, ევროკავშირთან და სხვებთან ურთიერთობაში. მე დავარწმუნე პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომ გერმანია დარჩება საქართველოს სანდო მეგობრად", - წერს ფიშერი.