არაბული თავგადასავლების მოყვარული ირაკლი ზარქუაა, დაბადების დღეს სავარაუდოდ აბუ-დაბის იზოლატორში შეხვდა
არაბული თავგადასავლების მოყვარული ირაკლი ზარქუაა, დაბადების დღეს სავარაუდოდ აბუ-დაბის იზოლატორში შეხვდა - ბიძინა ივანიშვილის დეპუტატი დღეს იუბილარია.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, "ოცნების" ლიდერების მიერ მოწყობილი ჯგუფური ანგარიშსწორების გამო, ზარქუა და სანიკიძე სასამართლომდე, ერთ თვიან პატიმრობაში რჩებიან.
საქართველოს ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, გიორგი ჯანჯღავა არ პასუხობს კითხვას არიან თუ არა ზარქუა-სანიკიძე დაკავებულები.
„გამოძიება ჯერ არ დამთავრებულა“ - მიწერა ელჩმა გამოცემა პუბლიკას.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციას გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყება ამტკიცებს, რომ „აღნიშნული არ არის სიმართლე“.
„საქართველოს საელჩო აცხადებს, რომ აღნიშნული არ არის სიმართლე. მიმდინარეობს სამართალდამცავების მხრიდან მომხდარის შესწავლა, რაშიც ბუნებრივია ჩართული არიან ინციდენტში მონაწილე პირები", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
"ქართული ოცნების" ლიდერები ბოლო რამდენიმე საათია, სოციალურ ქსელებში არც კი გამოჩენილან, რაც ეჭვებს კიდევ უფრო აღრმავებს.
ამასთან მედიის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძეს აბუ-დაბიში ოფიციალური ვიზიტი გაუუქმეს, მას შემდეგ, სასტუმროში ივანიშვილის დეპუტატები საქართველოს მოქალაქეს თავს დაესხნენ.
კობახიძის პრესსამსახური ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ვიზიტი იანვრის ბოლოსაა დაგეგმილი.
48 საათზე მეტია, რაც ირაკლი ზარქუას ერთი ლაივიც კი არ ჩაურთავს. ისინი, რომ გარეთ იყვნენ, ჩართავდნენ ლაივს და მოჰყვებოდნენ - ყველაფერი კარგად არის და აქ ვართო.
დაკავებულები არიან. ალბათ პოლიციის განყოფილებაში ორ ღამეს არ გაატარებინებდნენ. ალბათ, წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი. უბრალოდ არ მაქვს ინფორმაცია, სასამართლომ რაიმე გადაწყვეტილება გამოიტანა თუ არა" - განაცხადა "კოლიცია ცვლილებებისთვის" ლიდმა ზურა ჯაფარიძემ.