მაკალისტერი: მოვუწოდებთ „ოცნებას" ახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, გადახედოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლის ბოლომდე შეჩერების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას და ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეების მოწოდებები გაითვალისწინოს.
დევიდ მაკალისტერთან ექსკლუზიურ ინტერვი "ინტერპრესნიუსმა" ჩაწერა.
მაკალისტერისვე თქმით, ევროკავშირში გაწევრების პროცესი, პრაქტიკულად, გაყინულია ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების შემდეგ.
ევროპარლამენტარი ხაზს უსვამს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, „ქართულმა ოცნებამ” შეცვალოს საგარეო კურსი – დისტანცირდეს მოსკოვისგან და მიიღოს ევროკავშირთან თავსებადი დღის წესრიგი.
მაღალჩინოსანმა საქართველოსთვის გათვალისწინებული დახმარებების გაყინვაზეც ისაუბრა და თქვა, რომ 121 მილიონი ევროს არაპირდაპირი ფინანსური დახმარების შეჩერება, ასევე, გაიყინა ის 30 მილიონი ევრო, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ გაყინა საქართველოს მხარდაჭერა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან.
მიზანი უნდა იყოს თავისუფლების დარჩენილი სივრცეების დაცვა, საიდანაც შეიძლება წარმოიშვას ნამდვილი წინააღმდეგობა ავტორიტარული პრაქტიკის მიმართ. საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ხალხისგან უნდა მოდიოდეს. ევროპარლამენტმა ნათლად თქვა, რომ ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში წამყვანი პირების სანქცირება მათი მავნებლური საქმიანობის გამო.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ორგანიზებისკენ. მოვუწოდებთ ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრება”. – თქვა დავიდ მაკალისტერმა.