იდენტიფიცირებულია: გაფიცულ მომიტინგეებს ბეისბოლის ბიტით ვასილ ბურდილაძე უსწორდებოდა
იდენთიფიცირებულია კიდევ ერთი ე.წ. ტიტუშკა, რომელიც თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, გაფიცულ აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდა.
თავდამსხმელებს შორის იყო ბეისბოლის ბიტით მყოფი პირი, რომელიც როგორც გაირკვა, ვასილ ბურდილაძეა.
"პირველები" არკვევს, არის თუ არა ბურდულაძე საჯარო მოხელე ან "ქართული ოცნების" ორგანიზაციის წევრი.
შეგახსენებთ, დოლიძის ქუჩაზე გაფიცულ მოქალაქეებს ფიზიკურად საჯარო მოხელეები გუშინ გაუსწორდნენ.
ძალადობაში მხილებულ საჯარო მოხელეებს ამ დრომდე არ აკავებენ - "პირველებმა" დაადგინა, რომ დოლიძის ქუჩაზე მოწყობილი ანგარიშსწორების ფიგურანტები სოციალური მზრუნველობის სააგენტოში მუშაობენ.
გაფიცული მოქალაქეების ცემას და დარბევას საკუთარი თვალით აკვირდებოდა სააგენტოს ხელმძღვანელიც, თუმცა დღეს მერიას დაქვემდებარებულ უწყებაში ადასტურებენ, რომ დავით დოლიძე დილიდან საქმიან შეხვედრებს უპრობლემოდ მართავს.
"პირველების" ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან კამერების სრული ჩანაწერები ამ დრომდე არ არის ამოღებული.
გომელაურის უწყებას ამ დრომდე არ გაუვრცელებია ოფიციალური განცხადება, დააკავეს თუ არა თავდამსხმელები.
კადრების გაშიფვრის შემდეგ დგინდება, რომ დოლიძის ქუჩაძე იმყოფებოდნენ:
- თბილისის მერიის თანამშრომელი - თენგიზ ფოფხაძე
- თბილისის მერიის თანამშრომელი - ლუკა ბერბიჭაშვილი
- თბილისის მერიის თანამშრომელი - გია ზაქარაია
- თბილისის მერიის სოციალური მზრუნველობის სააგენტოს დირექტორი - დავით დოლიძე
- ქართული ოცნების გლდანის ორგანიზაციის წევრი - გიორგი გოგია