"მოსამართლემ მომწყვიტა ოჯახს, საყვარელ მეგობრებს" - მათე დევიძის სიტყვა

16.01.25 14:04
"მოსამართლემ მომწყვიტა ოჯახს, საყვარელ მეგობრებს" - მათე დევიძის სიტყვა

მოსამართლემ მომწყვიტა ჩემს ოჯახს, საყვარელ მეგობრებს - ასე აფასებს სინდისის პატიმარი, მათე დევიძემ მოსამართლის გადაწყვეტილებამ. 

დევიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ ის პატიმრობას არ იმსახურებს.

„იმ ინციდენტის შემდეგ არ გაითვალისწინა მოსამართლემ ჩემი ოჯახური მდგომარეობა, არც ჩემი წარსული, მომწყვიტა ჩემს ოჯახს, საყვარელ მეგობრებს, ჩემი გიტარა მენატრება. პატიმრობა ეს არის ყველაზე უკიდურესი ვარიანტი, ჩემს პირობებში არანაირად არ ვიმსახურებ ამას",- განაცხადა დევიძემ.

მოსამართლე მგელიაშვილმა მათე დევიძის წინასწარი პატიმრობის გადასინჯვაზე უარი უთხრა და პატიმრობაში დატოვა

დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებები გაცვალეს, ამიტომაც უკვე აღარ არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეები, თუმცა მოსამართლე მგელიაშვილმა არცერთი ეს გარემოება არ გაითვალისწინა და მათე დევიძე პატიმრობაში დატოვა. თავად 20 წლის აქტივისტი დღევანდელ პროცესზე დუმილის უფლებით სარგებლობდა. 

შემდეგი სასამართლო სხდომა 23 თებერვალს ჩაინიშნა. 

მათე დევაძეს სამ პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, თუმცა წინა სხდომებზე, პროკურორებმა ვერ ახსნეს, რა ტიპის დაზიანებები მიიღეს პოლიციელებმა, რაც დევიძის დაკავების და მით უფრო მისი გასამართლები საფუძველი გახდა.

დევიძე მელიქიშვილის გამზირზე 19 ნოემბერს დააკავეს.