ივანიშვილი არათუ მის გარემოცვას, არამედ საკუთარ თავსაც ვერ იცავს - ბედინეიშვილი

16.01.25 15:32
ივანიშვილი არათუ მის გარემოცვას, არამედ საკუთარ თავსაც ვერ იცავს - ბედინეიშვილი

ბრიტალენი დეპუტატების მიერ საქართველოში დემოკრატიის შელახვისთვის და რუსეთის გავლენის გაღრმავებისთვის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნას ეკონომისტი გიგა ბედინეიშვილი "პირველებთან" აფასებს.

მისი თქმით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიერ ქართველი ოლიგარქის შავ სიაში შეყვანის პროცესი იქიდან გამომდინარე ჭიანურდება, რომ როგორც აშშ, ასევე გაერთიანებული სამეფო ცდილობს, ივანიშვილს გამოსავალი დაუტოვოს იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები დანიშნოს. 

"ივანიშვილი არათუ მის გარემოცვას, არამედ საკუთარ თავსაც ვერ იცავს" - აღნიშნავს გიგა ბედინეიშვილი.

ივანიშვილის გარემოცვას ასანქცირებენ და ამას ბევრი ეფექტი აქვს. მნიშვნელოვანი ეფექტი ივანიშვილის პოლიტიკურად დაკნინების ეფექტია, რადგან ივანიშვილი ეუბნება ამ ხალხს, რომ მე თქვენ დაგიცავთ, მაგრამ როგორც ვატყობთ, არათუ მათ ვერ იცავს, არამედ საკუთარ თავსაც ვერ იცავს. უბრალოდ ეს ყველაფერი ნელა მიმდინარეობს და ჭიანურდება, რადგან აშშ და ბრიტანეთი ცდილობს, გამოსავალი დაუტოვოს ივანიშვილს იმისთვის, რომ გონს მოვიდეს და დანიშნოს ვადამდელი არჩევნები", - ამბობს გიგა ბედინეიშვილი. 

ამერიკის შეერთებული შტაბების შემდეგ დიდი ბრიტანეთი - გაერთიანებული სამეფოს დეპუტატები მთავრობას საქართველოში დემოკრატიის შელახვისთვის და რუსეთის გავლენის გაღრმავებისთვის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას სთხოვენ

ბრიტანელი პოლიტიკოსები გაერთიანებულ სამეფოს საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობების გადახედვისკენაც მოუწოდებენ. 

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ დეპუტატები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებას კატეგორიულად გმობენ.