ბრიტანეთს შეუძლია ინდივიდუალური, ტარგეტირებული სანქციები დაუწესოს ივანიშვილს - ბოკუჩავა

16.01.25 16:01
ბრიტანეთს შეუძლია ინდივიდუალური, ტარგეტირებული სანქციები დაუწესოს ივანიშვილს - ბოკუჩავა

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ დიდ ბრიტანეტს ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი გარემოცვისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესება შეუძლია.

"ეს შეიძლება მოხდეს გაცილებით უფრო მალე, ვიდრე ევროკავშირის სანქციები" - ამბობს თინა ბოკუჩავა.

დიდი ბრიტანეთი, როგორც არაწევრი ქვეყანა ევროკავშირის, არ ექვემდებარება იმ კონსენსუსის წესს, რაც არსებობს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში. შესაბამისად, შეუძლია ინდივიდუალური, ტარგეტირებული სანქციები დაუწესოს ივანიშვილს, მის გარემოცვას. ეს შეიძლება მოხდეს გაცილებით უფრო მალე, ვიდრე ევროკავშირის სანქციები", - ამბობს თინა ბოკუჩავა.

ამერიკის შეერთებული შტაბების შემდეგ დიდი ბრიტანეთი - გაერთიანებული სამეფოს დეპუტატები მთავრობას საქართველოში დემოკრატიის შელახვისთვის და რუსეთის გავლენის გაღრმავებისთვის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას სთხოვენ

ბრიტანელი პოლიტიკოსები გაერთიანებულ სამეფოს საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობების გადახედვისკენაც მოუწოდებენ. 

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ დეპუტატები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებას კატეგორიულად გმობენ.