სალომე ზურაბიშვილის ახალ სამუშაო ოფისში ოპოზიცია იკრიბება - ადგილზე მესამე სექტორიც გამოჩნდა

16.01.25 17:16
სალომე ზურაბიშვილის ახალ სამუშაო ოფისში ოპოზიცია იკრიბება - ადგილზე მესამე სექტორიც გამოჩნდა

სალომე ზურაბიშვილის ახალ სამუშაო ოფისში ოპოზიცია იკრიბება - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ჩართულობით, პოლიტიკოსებმა უნდა იმუშაონ დოკუმენტის იმ საბოლოო ვერსიაზე, რომელიც ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზის განმუხტავს.

ადგილზე უკვე იმყოფებიან კოალიცია "ძლიერი საქართველოს", "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისა" და კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერები. ჭოველიძის ქუჩაზე ცოტახნის წინ გამოჩნდნენ მესამე სექტორის წარმომადგენლებიც. 

"პირველების" ინფორმაციით, დღევანდელი აუდიენცია სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან გაიმართება. თავად მეხუთე პრეზიდენტი შეხვედრას არ დაესწრება, თუ რატომ, მიზეზი უცნობია. 

ვაგრძელებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაციას, კოორდინაციას. ოპოზიცია, 4-ივე კოალიცია ვიქნებით ერთიან ხაზზე, მათ შორის, არჩევნების მოთხოვნის ნაწილში, პოლიტპატიმრების გათავისუფლების ნაწილში. დისკუსია შეეხება სწორედ იმ მეთოდებს, როგორ უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა, მათ შორის, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად", - ამბობს ირაკლი კუპრაძე.

სამუშაო შეხვედრა გვაქვს პარტიებს პრეზიდენტთან. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა კონკრეტულ საკითხზე, მათ შორის, ახალი არჩევნების დანიშვნის საკითხზე და ამაზე გვაქვს სამუშაო შეხვედრა", - ამბობს ელენე ხოშტარია.