რეჟიმი ბორტს მიღმა - რას კარგავს ქვეყანა დავოსის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის არმიღებით?
რას კარგავს ქვეყანა დავოსის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის არმიღებით? - "გახარია- საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საერთაშორისო მნიშვნელობის ფორუმი ყველაზე დიდი შესაძლებლობაა ინვესტორების და ეკონომიკური აქტორების მოსაზიდად, ამიტომ, ოპოზიციონერისთვის ზნელი დასაჯერებელია, რომ "ოცნება" ამ შესაძლებლობას თავისი ნებით არ იყენებდეს.
ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს გამოიყენებოდა ახალი ინვესტორების, ახალი ეკონომიკური აქტორების მოსაზიდად. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან იქ იყრიან თავს ეკონომიკური აქტორები და საქართველოსთვის ეს იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა ახალი ურთიერთობების ფორმირების და აი ამ ადამიანების საქართველოში მოსაზიდად, ახალი ინვესტორების მოსაზიდად და ამ შესაძლებლობის არგამოყენება, ქვეყნისთვის იქნება ძალიან ცუდი. მთავრობა, რომელიც ამაყობს, ყოველშემთხვევაში, საზოგადოებას ატყუებს, რომ თითქოს, ეკონომიკური წინსვლა გვაქვს, ამ შესაძლებლობას თავისი ნებით არ იყენებდეს, ბუნებრივია, ეს ნაკლებად დამაჯერებელია", - აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.
"პირველებს" მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს, რომ არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმში და არც თებერვალში გასამართ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს.
კითხვაზე - "ოცნება" არ მიიწვიეს ამ საერთაშორისო მნიშვნელობის ღონსიძიებაზე, თუ ივანიშვილის გუნდმა თავად გადაწყვიტა არ დასწრება - ადმინისტრაციას პასუხი არ გაუცია.