საქართველო დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას არ მიიღებს - ივანიშვილის მთავრობა არც WEF-ზე მიდის

16.01.25 16:06
საქართველო დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას არ მიიღებს - ივანიშვილის მთავრობა არც WEF-ზე მიდის

დავოსის 2025 წლის მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას არ მიიღებს საქართველო.

"პირველებს" მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს, რომ არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმში და არც თებერვალში გასამართ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს.

კითხვაზე - "ოცნება" არ მიიწვიეს ამ საერთაშორისო მნიშვნელობის ღონსიძიებაზე, თუ ივანიშვილის გუნდმა თავად გადაწყვიტა არ დასწრება - ადმინისტრაციას პასუხი არ გაუცია. 

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო არ იქნება წარმოდგენილი უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ფორუმზე.

  • შვეიცარიაში, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში 60 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური მიიღებს მონაწილეობას.
  • ღონისძიებაში მონაწილე ლიდერებს შორის არის აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც დისკუსიას ონლაინ ჩაერთვება. დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ჩავლენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ასევე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა. მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრებიან ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი დიკ სხოოფი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კროო და სხვა ევროპელი ლიდერები.

მსგავსი სიახლეები