მივესალმები, რომ ევროპარლამენტი მიყვება "ქართული კოშმარის არაღიარების აქტს" - უილსონი
ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი დევიდ მაკალისტერის განცხადებას, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს "ქართული ოცნების" არც მთავრობას და არც პრეზიდენტს, პლატფორმა X-ზე ეხმაურება.
ჯო უილსონი მიესალმება ევროპარლამენტის ნაბიჯს, რომელიც კონგრესის დეკლარაციას, "ქართული კოშმარის არაღიარების აქტს" მიყვება.
მივესალმები, რომ ევროპარლამენტი მიყვება ჩვენი კონგრესის დეკლარაციას “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს”, რომ ივანიშვილის რეჟიმი არალეგიტიმურია და სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ლეგიტიმური ლიდერია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე”, - წერს უილსონი.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერის განცხადებით, ევროპარლამენტი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს აღიარებს.