უმზადებენ თუ არა გიორგი გახარიას განსასჯელის სკამს?

16.01.25 20:38
უმზადებენ თუ არა გიორგი გახარიას განსასჯელის სკამს?

უმზადებენ თუ არა გიორგი გახარიას განსასჯელის სკამს. არ არის გამორიცხული ყოფილ პრემიერს საქმე მის წინააღმდეგ ამოუყირაონ და დაზარალებულის ნაცვლად  ბრალდებულად გამოაცხადონ. უკვე მეორე დღეა რეჟიმის  პროპაგანდისტული მანქანა ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ჩხუბი გახარიამ დაიწყო. "ოცნების" ლიდერები კი ერთი მეორეს მიყოლებით ყოფილ თანაგუნდელს დაკავებით ემუქრებიან. 

თითქმის 45 საათიანი გამოძიების შემდეგ, გომელაურის უწყებამ გიორგი გახარიას სისხლიანი ტანსაცმელი ამოიღო და ექს-პრემიერი გამოკითხვაზე დაიბარა.  ამ დრომდე უცნობია, გამოკითხეს თუ არა ჯგუფური ძალადობის მთავარი ფიგურანტები - დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე.  ახლა მნიშვნელოვანი სასტუმროს კამერების ჩანაწერებია.  გახარიას პარტია პასუხს შერატონიდან ელოდება,  გადასაცემენ თუ არა ექსპრემიერის გუნდს მთავარ მტკიცებულებებს.

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.