ბრიტანული სანქციები ივანიშვილს - ოლიგარქის მძიმე დღეებს დასასრული არ უჩანს

16.01.25 20:20
ბრიტანული სანქციები ივანიშვილს - ოლიგარქის მძიმე დღეებს დასასრული არ უჩანს

რეჟიმის გადარჩენის სპეცოპერაცია ისევ ჩავარდა - ივანიშვილს ვერც ლობისტები შველის და ვერც ვაშინგტონში საგანგებოდ მივლინებული ექსპრემიერი. თავდაცვის ყოფილი მინისტრი "პირველებს" უყვება, რომ უკვე ორი თვეა, მამუკა ბახტაძე სპეციალური მისიით ჰყავს მივლენილი ოლიგარქს ამერიკაში.

ექსპრემიერს ივანიშვილმა მისცა დავალება შტატებთან ურთიერთობა დაალაგოს და ქვეყანაში ერთი ბიზნესი მაინც შემოიყვანოს, სადაც წილი ტრამპის ოჯახის წევრებს ექნებათ. თუმცა ეს მცდელობა ჯერ ისევ უშედეგოა.

ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენები, ვისი გვარიც სანქციების წინასწარ სიაში მოხვდა, სრულ პანიკაში არიან. ისინი ცდილობენ, ამერიკაში ლობისტური კომპანიების საშუალებით გაარკვიონ, რა ბედი ელით.

მაგალითად ერთ-ერთი ასეთი კონტრაქტი ერთი თვით დეკემბერში გააფორმა ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭომ კომპანია მერკურთან. 40 ათასი დოლარის სანაცვლოდ, კომპანიას ევალება ტრამპის გარდამავალ ადმინისტრაციასთან დისკუსია და სტრატეგიული კომუნიკაციები. როგორც ჩანს, ვერც ლობისტური კომპანიის მუშაობამ უშველა ივანიშვილის რეჟიმს.

სანქციები ამერიკის დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. ახლა უკვე ტრამპის ადმინისტრაციის ხელში გადადის ივანიშვილის ბედი. ოლიგარქის გარემოცვისა და ბიზნესისთვის სანქციები უკვე დაანონსებულია და ახალ სახელმწიფო მდივანს გვარები მაგიდაზე უდევს. პროცესის ახლა გაჩერება ფაქტობრივად შეუსრულებელი მისიაა იმ რეჟიმისთვის, რომელიც დემოკრატიის გზაზე დაბრუნების ნაცვლად, ყოველდღე საკუთარი მოქალაქეების  წინააღმდეგ ჩადის დანაშაულს.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.