რა შესთავაზა ოლიგარქმა ივანიშვილმა მამუკა ხაზარაძეს არჩევნების შემდეგ - “ძლიერი საქართველოს“ ლიდერის სკანდალური განცხადება
რა შესთავაზა ოლიგარქმა ივანიშვილმა მამუკა ხაზარაძეს არჩევნების შემდეგ - კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი გადაცემა “რეაქციაში“ სკანდალურ განცხადებას აკეთებს.
“2-ჯერ ჰქონდა ივანიშვილს მცდელობა ჩვენთან კონტაქტის - პასუხად მიიღო ის რომ "არანაირი გარიგება მასთან და იმ ადამიანებთან, ვინც ქვეყანას მიათრევს ჭაობში, არ იქნება", - ამბობს ხაზარაძე.
ხაზარაძის მტკიცებით, არანაირი გარიგება არ იქნება.
გარიგება არ იქნება, ჩვენ ვართ გზის გასაყარზე, აქეთ არის რუსეთი და წარსული, იქეთ არის მომავალი. მას ხომ ღირებულებები აღრეულია აქვს და ჰგონია, რომ ყველგან დაალაგებს. მას ჰგონია, რომ ყველა ადამიანს აქვს ინტერესი. ეს კაცი არის საშიში თავისი მენტალობით. ეს არის აბსურდის თეატრი, რომელიც უნდა მოვიშოროთ“, - განაცხადა ხაზარაძემ.
ხაზარაძე ამბობს, რომ ივანიშვილმა მას კაცი არჩევნების შემდეგ გაუგზავნა, რადგან არ ელოდა, რომ არჩვენებს ოპოზიცია და პრეზიდენტი არალეგიტიმურად გამოაცხადებდნენ.
არჩევნების შემდეგ გამოგვიგზავნა კაცი, რადგან არ მოელოდა, რომ ჩვენ ამ არჩევნებს არალეგიტიმურად გამოვაცხადებდით. ეს იყო მისთვის პირველი შოკი. მას ეგონა, რომ ამ არჩევნებსაც გადააბალახებდა, ისე როგორც გადააბალახა შარლ მიშელის დოკუმენტი.
ეს იყო მოსინჯვა. ის ცდილობს და მისი მეთოდია, რომ ვინმეს რამე შესთავაზოს, იყიდოს. ერთი რამე ვერ გაიგო მან, არიან ადამიანები საქართველოში, რომელთათვისაც პრინციპი, სიმართლე და გამჭვირვალობაა მთავარი და ყველა დღეს ვინც ქუჩაშია, ამ განწყობითაა“, - დასძინა მან.