თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის საქართველოში ხალხი 50 დღეა დემონსტრაციებს მართავს - როთი
გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი სოციალურ ქსელში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე წერს და დარწმუნებულია, რომ “საქართველოში დემოკრატია გაიმარჯვებს“.
“თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის საქართველოში ხალხი 50 დღეა დემონსტრაციებს მართავს, დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატია გაიმარჯვებს“, - დაწერა როთმა.
თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის საქართველოში ხალხი 50 დღეა დემონსტრაციებს მართავს. ეს რთული ვითარებაა, ვინაიდან ისინი დარწმუნებულები არ არიან, რომ დემოკრატია გაიმარჯვებს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ის გაიმარჯვებს, რადგან ისინი თავიანთი თავისუფლებისთვის არა მხოლოდ თავიანთი დივნებიდან იბრძვიან, არამედ გარეთ ქუჩაშიც, სიტყვებითა და ქმედებებით", - წერს როთი.