ბრიტანული სანქციები ივანიშვილს - ქართველ ოლიგარქს დიდი ქონებრივი ზარალი ემუქრება
ბრიტანული სანქციები ბიძინა ივანიშვილისთვის განაჩენის ტოლფასია - ქართველი ოლიგარქი ათზე მეტ ოფშორულ კომპანიას ბრიტანეთის იურისდიქციაში მყოფ კუნძულებზე ფლობს, რომლითაც როგორც მსოფლიოს მასშტაბით, ასევე საქართველოშიც სხვადასხვა კომპანიებს განკარგავს.
მათ შორის "ქართუ ბანკი" ვირჯინიის კულძულებზე დარეგისტრირებული ოფშორული კომპანიის მიერ იმართება, რაც იმას ნიშვანს, რომ გაერთიანებული სამეფოს მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით "ქართუ ბანკი" საერთაშორისო ტრანზაქციებს ვერ განახორციელებს და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს დიდი ქონებრივი ზიანი მიადგება.
ათზე მეტი ოფშორული კომპანია გააჩნია ივანიშვილის ამ ზონაში. ეს არის ოფშორული კომპანიები, რომელიც აფინანსებენ საქველმოქმედო ფონდ "ქართუს", რომლის ანგარიშებიც დღემდე გასაიდუმლოებულია და არ ვიცით, რა ტიპის მაქინაციებს შეიძლება ახორციელებდეს ივანიშვილი. ამავე ზონაში არის რეგისტრირებული ოფშორული კომპანია, რომლის მეშვეობითაც ის ვანო ჩხარტიშვილთან ერთად მართავს ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას. ყველა ის ოფშორული კომპანია, რომელიც მისი ქონების უდიდეს ნაწილს განკარგავს და საკუთრებაში აქვს, მოქცეულია ბრიტანეთის, ვირჯინიის კუნძულებზე. ის, რომ მათი რეაქციები იყო გაცილებით მსუბუქი აშშ-თან დაკავშირებით, საფრანგეთის სანქციებთან, ბალტიის ქვეყნებთან დაკავშირებით, პირველი, არ აღელვებთ არცერთი სანქცია, რომელიც არ ეხება ივანიშვილს და მეორე, ბრიტანეთის იურისდიქციაში ივანიშვილს გაცილებით დიდი ფინანსური ზიანი შეიძლება მიადგეს დასანქცირებისას, ვიდრე ნებისმიერ სხვა იურისდიქციაში", - ამბობს ირაკლი აბესაძე.
ირაკლი აბესაძე იმ ოფშორული კომპანიების სიას ასაჯაროებს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ვირჯინიის კუნძულებზე ფლობს:
- კრისტა ინვესტმენტს ლიმითედი
- ვენითი ოუვერსიიზ ლიმითედი
- რინგოლდ ფაინანს ლიმითედი
- სარგანს ლიმითედი
- ფინსეკ ლიმითედი
- ბრაითსტოუნ ფაინანს ლიმითედი
- ბრაიტონ ქორფორეით ლიმითედი
- ლინდენ მენეჯმენტი
- ველმინსტოუნ ეს.ეი
- ფლამონ ლიმითედი
ამერიკის შეერთებული შტაბების შემდეგ დიდი ბრიტანეთი - გაერთიანებული სამეფოს დეპუტატები მთავრობას საქართველოში დემოკრატიის შელახვისთვის და რუსეთის გავლენის გაღრმავებისთვის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას სთხოვენ.
ბრიტანელი პოლიტიკოსები გაერთიანებულ სამეფოს საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობების გადახედვისკენაც მოუწოდებენ.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ დეპუტატები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებას კატეგორიულად გმობენ.