"მითი, რომ თითქოს, ივანიშვილი უძლეველია, საპნის ბუშტივით გასკდა" - ბუჩუკური

17.01.25 12:59
"მითი, რომ თითქოს, ივანიშვილი უძლეველია, საპნის ბუშტივით გასკდა" - ბუჩუკური

"მითი, რომ თითქოს, ივანიშვილი უძლეველია, საპნის ბუშტივით გასკდა" - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა "პირველებთან" განაცხადა.

ყოფილი პრემიერის გუნდის წევრი ფიქრობს, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან "ქართულ ოცნებაზე" ზეწოლა გაძლიერდება და ივანიშვილის პარალელური რეალობა, რომ თითქოს, 20 იანვრიდან შტატებთან ურთიერთობა დალაგდება, საპნის ბუშტივით გასკდება. 

დაძრული არის და საერთაშორისო ზეწოლა გაგრძელდება. ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილებები ვნახეთ. მითი, რომელზეც იდგა პარტია და პარტაქტივი, რომ თითქოს, უძლეველია ივანიშვილი, ეს მითი საპნის ბუშტივით გასკდა. როგორც არ უნდა ეცადოს, პარალელური რეალობა შექმნას ივანიშვილმა, რომ 20 იანვრიდან რაღაც შეიცვლება, ესეც გასკდება საპნის ბუშტივით", - ამბობს ანა ბუჩუკური.