ივანიშვილს ბრიტანული სანქციები უახლოვდება - აღმოჩენილია იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომელიც მას ვირჯინიის კუნძულებზე აქვს რეგისტრირებული

17.01.25 13:16
ივანიშვილს ბრიტანული სანქციები უახლოვდება - აღმოჩენილია იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომელიც მას ვირჯინიის კუნძულებზე აქვს რეგისტრირებული

ბიძინა ივანიშვილს ბრიტანული სანქციები უახლოვდება - დადგენილი და აღმოჩენილია იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომელიც  ივანიშვილს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე აქვს  რეგისტრირებული.

სწორედ ოფშორული კომპანიების დახმარებით ფლობდა ოლიგარქი ბიზნესს რუსეთში. ანალოგიურ სქემას იყენებდა ივანიშვილი საქართველოშიც.

თუ ბრიტანული სანქციები დაწესდება, მაშინ ივანიშვილი მილიონობით დოლარს დაკარგავს, რადგან ვირჯინიის კუნძულებზეე ბრიტანეთის იურისდიქცია ვრცელდება.

რაც შეეხება უშაუალოდ ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტირებულ 10-ზე მეტ კომპანიას, ამ ტერიტორიაზე ოლიგარქმა კომპანიები იმისთვის შექმნა, რომ მისი ვინაობა მაქისმალურად დამალული ყოფილიყო და ისინი მისი დეიდაშვილის, კახა კობიაშვილის სახელზე გადაფორმა. თუმცა ყველამ იცის, რომ ეს ქონება და კომპანიები ივანიშვილს ეკუთვნის.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს უფროსი ანალიტიკოსი, ბესიკ ნამჩევაძე ამბობს, “ერთი კომპანია რეგისტრირებულია ვირჯინიის კუნძულებზე, რომელიც მართავს ივანიშვილების დარჩენილ ქონებას რუსეთის ტერიტორიაზე, ეს არის უძრავი ქონება და ერთი კომპანია.“

ძალიან რთული იქნება ივანიშვილისთვის, იმიტომ, რომ ის ბიზნესის უმეტეს ნაწილს ბრიტანეთის ტერიტორიიდან, ეწ. ოფშორული ტერიტორიიდან მართავს. ყველზე მეტად იყენებს ვირჯინიის კუნძულებს, ასევე აქვს ოფშორები კაიმანის კუნძულებზე. როდესაც დიდი ბრიტანეთი აწესებს სანქციებს, ის ავტომატურად ვრცელდება ამ კუნძულებზეც. ბევრი მსხვილი ბიზნესი, რაც საქართველოში აქვს, საბოლოოდ დაკავშირებულია სწორედ ამ კუნძულებთან, ამთ შორის თანაინვესტირების ფონდი. ერთი კომპანია რეგისტრირებულია ვირჯინიის კუნძულებზე, რომელიც მართავს ივანიშვილების დარჩენილ ქონებას რუსეთის ტერიტორიაზე, ეს არის უძრავი ქონება და ერთი კომპანია. თუ საქციები იქნება და ამ კომპანიის საქმიანობა გაიყინება, ბუნებრივია, დიდ ზიანს მიაყენებს“, - განაცხადა ნამჩევაძემ. 

მისივე თქმით, გარკვეული ბიზნესი და აქტივები რუსეთის ტერიტორიაზე ბოლო 10 წლის განმავლობაში სულ ჰქონდა.

ჩვენ როგორც ვიცით რომ ფლობს გარკვეულ მიწის ნაკვეთს, საკმაოდ დიდს და ერთ კომპანიას, რომელიც საბოლოოდ ისევ ვირჯინიის კუნძულებზეა დარეგისტირებული“, - დასძინა მან.

ამერიკის შეერთებული შტაბების შემდეგ დიდი ბრიტანეთი - გაერთიანებული სამეფოს დეპუტატები მთავრობას საქართველოში დემოკრატიის შელახვისთვის და რუსეთის გავლენის გაღრმავებისთვის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას სთხოვენ

ბრიტანელი პოლიტიკოსები გაერთიანებულ სამეფოს საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობების გადახედვისკენაც მოუწოდებენ. 

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ დეპუტატები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებას კატეგორიულად გმობენ.